კარლ ჰარცელი - რუსეთი აწარმოებს გაუმართლებელ ომს უკრაინაში, ევროკავშირი სოლიდარულია უკრაინისა და მისი მოსახლეობის მიმართ
კარლ ჰარცელი - რუსეთი აწარმოებს გაუმართლებელ ომს უკრაინაში, ევროკავშირი სოლიდარულია უკრაინისა და მისი მოსახლეობის მიმართ

ევროკავშირი სოლიდარობით დგას უკრაინისა და მისი მოსახლეობის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, ევროკავშირის პოზიციაა, რომ რუსეთი აწარმოებს არაპროვოცირებულ, გაუმართლებელ ომს უკრაინაში.

„ჩვენ სხვებთან ერთად სოლიდარობით ვდგავართ უკრაინის და მისი მოსახლეობას მიმართ სხვადასხვა საშუალებებით, როგორც ჰუმანიტარული, ასევე ეკონომიკური, სანქციებისა და საჭირო აღჭურვილობის უზრუნველყოფის კუთხით. როგორც ვიცით, დისკუსიები უწყვეტად მიმდინარეობს. სულ რამდენიმე დღის წინ იყო კიდევ ერთი დიდი დონორების კონფერენცია, რომელიც ვარშავაში გაიმართა, სადაც ევროპული კომისიამ ბევრ წევრ სახელმწიფოსთან ერთად, გასცა მეტი რესურსების დაპირება, რომ უკრაინა მიიღებს მხარდაჭერას, რაც მათ სჭირდებათ ამ გაუმართლებელი ომის წინააღმდეგ“, – განაცხადა ჰარცელმა.