კარლ ჰარცელი - როგორც ფასილიტატორი, ვხედავ, რომ მხარეები ერთმანეთს უფრო შორდებიან, იმის ნაცვლად, რომ დაუახლოვდნენ
კარლ ჰარცელი - როგორც ფასილიტატორი, ვხედავ, რომ მხარეები ერთმანეთს უფრო შორდებიან, იმის ნაცვლად, რომ დაუახლოვდნენ

მე როგორც ფასილიტატორი, ამჟამად ვხედავ, რომ მხარეები ერთმანეთს უფრო შორდებიან, იმის ნაცვლად რომ დაუახლოვდნენ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს ხდება იმ დროს, როდესაც დრო სწრაფად იწურება.

„ეს ხდება იმ დროს, როდესაც დრო სწრაფად იწურება, კარი იწყებს დახურვას და ეს ჩემთვის შემაშფოთებელია.

ვფიქრობ, სიტუაცია სერიოზულია და შესაბამისად ჩემი მოწოდებაა ყველასთვის, გამოიყენონ ეს მომენტი, რომ დეტალურად იფიქრონ, თუ რის ხილვას ისურვებდნენ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლად.

როგორც ფასილიტატორები, მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა მხარეების მოთხოვნის შესაბამისად. ერთის მხრივ, მოხარული ვარ, რომ ყველა მხარე კვლავ მხარს უჭერს ერთმანეთთან მოლაპარაკებებს, თუმცა ყველა მხარემ ასევე უნდა გადაწყვიტოს, თუ რაზე ისაუბროს და როგორ მიაღწიონ შეთანხმებას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მისი თქმით, ყველა მხარისთვის არსებობს იდეები, არსებობს შესაძლებლობები, რომ იპოვონ საერთო საფუძველი.

„როგორც ფასილიტატორი, ამ ეტაპზე ფრთხილი ვიქნები, რომელიმე მხარისთვის მტკიცე რეკომენდაციების გაცემასთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დანახულის საფუძველზე ვფიქრობ, ყველა მხარისთვის არსებობს იდეები, არსებობს შესაძლებლობები, რათა იპოვონ საერთო საფუძველი, რასაც სჭირდება ცოტა სიმამაცე, ლიდერობა ყველა მხარისგან. თუმცა, მე პირადად ვიხილე გარკვეული დროით მოლაპარაკებების პროცესში წინსვლის შესაძლებლობა. ვიმედოვნებ, რომ ორივე მხარე დაინახავს ამას“, – განაცხადა ჰარცელმა.