კარლ ჰარცელი - რევოლუციური ნარატივი არ არის ის, რასაც ვინმე, მათ შორის ევროკავშირი, მხარს უჭერს
კარლ ჰარცელი - რევოლუციური ნარატივი არ არის ის, რასაც ვინმე, მათ შორის ევროკავშირი, მხარს უჭერს

ვფიქრობ, რომ რევოლუციური ნარატივი ხელშემწყობი არ არის ეს არ არის ის, რასაც ვინმე, მათ შორის ევროკავშირი, მხარს უჭერს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაც შეეხება ქუჩის პროტესტს, ასევე დემონსტრაციების ჩატარებისა და საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობის გამოყენებას, ამას მხარს ვუჭერთ, ვიდრე ეს დემონსტრაციები მშვიდობიანი გზით იმართება. ვიმედოვნებ, ქუჩის პროტესტი და მსგავსი მოვლენები არ ჩაანაცვლებს პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც, ვფიქრობ, აუცილებელია, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად“, – განაცხადა ჰარცელმა.