კარლ ჰარცელი - „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს თუ შეუძლია არჩევნებზე მუქარის და ზეწოლის საფრთხეები ლიმიტირებული იყოს, მისასალმებელია
კარლ ჰარცელი - „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს თუ შეუძლია არჩევნებზე მუქარის და ზეწოლის საფრთხეები ლიმიტირებული იყოს, მისასალმებელია

ამ კანონს თუ შეუძლია მუქარის და ზეწოლის საფრთხეები ლიმიტირებული იყოს, მაშინ ეს მისასალმებელია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

„ჩვენ დისკუსიების დროს არაერთხელ განვაცხადეთ სურვილი, რომ საარჩევნო კოდექსის ფარგლებში გაკეთდეს ყველაფერი, რომ მუქარის და ზეწოლის საფრთხეები ლიმიტირებული იყოს. თუ ამ კანონს შეუძლია ამ მხრივ დახმარება, მაშინ ეს მისასალმებელია. ეს კანონი უნდა ამოქმედდეს მტკიცედ და მიუკერძოებლად“, – განაცხადა ჰარცელმა.

პარტია „ქართული ოცნება“ ინიციატივით გამოდის, რომ ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სანქციები გამკაცრდეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ 26 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, ჩადენილი სხვადასხვა ფორმით, გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.