კარლ ჰარცელი – ყველასთვის მნიშვნელოვანია, აჩვენონ თავშეკავება და კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედება

21:03, 21.06.2019

ყველასთვის მნიშვნელოვანია, აჩვენონ თავშეკავება და კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

მისი თქმით, პოლიტიკურ პარტიებს აქვთ გადამწყვეტი პასუხისმგებლობა, რომ ძალადობა გამოირიცხოს.

„ახლა საქართველოსთვის გაერთიანების დროა. ყველასთვის მნიშვნელოვანია, აჩვენონ თავშეკავება და კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედება. პოლიტიკურ პარტიებს აქვთ გადამწყვეტი პასუხისმგებლობა, რომ გამოირიცხოს ძალადობა. ნიდერლანდები და ევროკავშირი მოუწოდებენ ყველა ლიდერს, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად გააკეთონ“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

https://twitter.com/CarlHartzellEU/status/1142100274825355264

 

მსგავსი