კარლ ჰარცელი - პარლამენტის თავმჯდომარემ მოგვიწვია, რათა განვიხილოთ როგორც არჩევნებთან, ასევე ჯანდაცვის კუთხით არსებული ვითარება
კარლ ჰარცელი - პარლამენტის თავმჯდომარემ მოგვიწვია, რათა განვიხილოთ როგორც არჩევნებთან, ასევე ჯანდაცვის კუთხით არსებული ვითარება

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხება არჩევნებების საკითხებს და ჯანდაცვის კუთხით არსებულ ვითარებას.

მისივე თქმით, ქვეყნისთვის ჯანდაცვის საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია და თვალყურს მიადევნებს, რომ ყველა დისკუსია ღია და ინკლუზიურ ფორმატში წარიმართოს.

„ჩვენ მოგვიწვია სპიკერმა და ახლა გვექნება დისკუსია, რათა განვიხილოთ არჩევნებთან დაკავშირებული სიტუაცია. ასევე, ჯანდაცვის კუთხით არსებული სიტუაცია. მე უფრო მოსმენის რეჟიმში ვიქნები და ვნახოთ, რა შედეგამდე მივა დისკუსია. რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ჯანდაცვის საკითხები, რასაც პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ. მე თვალყურს მივადევნებ, რომ ყველა დისკუსია ღია და ინკლუზიურ ფორმატში წარიმართოს“,- განაცხადა ჰარცელმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება.

პარლამენტში ამ დროისთვის უკვე იმყოფებიან საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

გარდა ამისა, შეხვედრას დაესწრება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

დატოვე კომენტარი