კარლ ჰარცელი პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა
კარლ ჰარცელი პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ევროინტეგრაციის კომიტეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისთვის.

„ახლახან გამოვედი შეხვედრიდან ევროინტეგრაციის კომიტეტის ახალ თავმჯდომარესთან, რომელსაც მე ვიცნობ ბრიუსელიდან. მოხარული ვარ, რომ მომეცა პირველი ფორმალური შეხვედრისა და მისთვის ამ მნიშვნელოვანი პოსტის დაკავების მილოცვის შესაძლებლობა. ეს არია ძალიან მნიშვნელოვანი კომიტეტი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისთვის. ამ კომიტეტთან ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვიმუშავებთ. დღის წესრიგში სხვადასხვა საკითხია. მალე გაიმართება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი მომავალი წლის დღის წესრიგის შემუშავებისთვის და ჩვენ მოვისმენთ მთავრობის ახალი ამოცანების შესახებ, ასევე პარლამენტის დღის წესრიგის შესახებ, რაშიც მაკა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ჩემთვის სასიამოვნო იყო დღეს მასთან შეხვედრა“, – განაცხადა ჰარცელმა.