კარლ ჰარცელი - მომავალში გურიის განვითარებაში უფრო ჩავერთვებით
კარლ ჰარცელი - მომავალში გურიის განვითარებაში უფრო ჩავერთვებით

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გურიაში ორდღიანი ვიზიტი შეაფასა.

მისი განცხადებით, გურია იმ ოთხი პრიორიტეტული რეგიონიდან ერთ-ერთია, რომელიც ისარგებლებს ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის, რეგიონულ განვითარებასა და განათლებაზე მიმართული ერთობლივი პროგრამებით.

„შაბათ-კვირის განმავლობაში ვიმყოფები გურიაში. ეს იყო ჩემთვის მშვენიერი შესაძლებლობა. დღეს, გვექნება ევროკავშირის დღე ოზურგეთში და ძალიან ველოდები მას, სადაც უფრო კარგად გავაცნობთ ხალხს, თუ რას აკეთებს ევროკავშირი საქართველოში. გუშინ შევხვდი სხვადასხვა პროექტის წარმომადგენელს, სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მთავრობის წევრებს. ჩვენ ვისაუბრეთ, თუ რა კეთდება და კიდევ რით შეიძლება, ევროკავშირმა მხარი დაუჭიროს რეგიონს და მის განვითარებას. ამ მომავალი წლების განმავლობაში გურია იქნება საფოკუსე რეგიონი და უფრო ჩავერთვებით აქაურობის განვითარებაში. ჩვენ აქ ძალიან კარგი პარტნიორები გვყავს და გავაგრძელებთ მათთან მუშაობას სხვადასხვა სექტორებში. მთლიანად რომ შევაფასო ჩემი ეს ვიზიტი, იგი ძალიან კარგია“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დატოვე კომენტარი