კარლ ჰარცელი - მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის ჩატარებისთვის არსებობს მრავალი გამოწვევა, გულწრფელად გითხრათ, მტკიცე მოლოდინები არ მაქვს
კარლ ჰარცელი - მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის ჩატარებისთვის არსებობს მრავალი გამოწვევა, გულწრფელად გითხრათ, მტკიცე მოლოდინები არ მაქვს

მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის ჩატარებისთვის არსებობს მრავალი გამოწვევა, გულწრფელად გითხრათ, მტკიცე მოლოდინები არ მაქვს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს აზრი რომ ჰქონდეს, საჭიროა ის ტენდენციები შეიცვალოს, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გამოიკვეთა.

„მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის ჩატარებისთვის არსებობს მრავალი გამოწვევა. ეს პროცესი ავტომატურად არ მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც ფასილიტატორებს, გვქონდეს გრძნობა, რომ შესაძლებელია ფართო შეთანხმების მიღწევა. გულწრფელად გითხრათ, მტკიცე მოლოდინები არ მაქვს. როგორც აღვნიშნე, ჩვენ მზად ვართ, ვიფიქროთ მეხუთე რაუნდის ჩატარებაზე. თუმცა იმისთვის, რომ მას აზრი ჰქონდეს, ჩვენ ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეთ და შევცვალოთ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დანახული ტენდენციები ან მოვლენები, რომლებიც, როგორც აღვნიშნე, ნიშნავს, რომ პარტიები ერთმანეთს უფრო შორდებიან, ვიდრე უახლოვდებიან“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.