კარლ ჰარცელი - მშვიდობიანი დემონსტრაციები, რომლებიც ვიხილეთ, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, დემოკრატიული ინსტრუმენტი, შეხსენება ყველასთვის, თუ რას ელოდებით თქვენ პოლიტიკოსებისგან
კარლ ჰარცელი - მშვიდობიანი დემონსტრაციები, რომლებიც ვიხილეთ, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, დემოკრატიული ინსტრუმენტი, შეხსენება ყველასთვის, თუ რას ელოდებით თქვენ პოლიტიკოსებისგან

ძლიერ დემოკრატიას აქტიური მოქალაქეები სჭირდება, საბოლოო ჯამში, ყველა პოლიტიკურ მხარეს უნდა შევახსენოთ, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან ხალხის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა  მოქალაქეების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გვერდზე გამოქვეყნდა.

ელჩის თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც რამდენიმე გამოკითხვამ აჩვენა, მოსახლეოების 80%-ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს სტრატეგიულ პროევროპულ არჩევანს.

ამასთან, ელჩის განცხადებით, „მოკლევადიან პერსპექტივაში ყველა ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს 12 პრიორიტეტის წარმატებით განხორციელებაზე, რაც ყველასთვის ამარტივებს პროგრესის გაზომვას და იმის განსჯას, რამდენად წარმატებულად მოღვაწეობენ პოლიტიკური ლიდერები“.

„იმისთვის, რომ იყოთ პასუხისმგებლიანი და ქმედითი მოქალაქე, საჭიროა, იყოთ კარგად ინფორმირებული. ამიტომ, გირჩევთ, დარჩეთ პროცესში ჩართული და მოიძიოთ ობიექტური ინფორმაცია. დეზინფორმაცია ისედაც ბევრია, მაგრამ კარგად ინფორმირებული საზოგადოება ვერ მოტყუვდება. მშვიდობიანი დემონსტრაციები, რომლებიც ჩვენ თბილისში და სხვაგან ვიხილეთ, სადაც რიგითი მოქალაქეები გამოხატავენ თავიანთ მოლოდინებს ხელისუფლებისა და პოლიტიკური ელიტის მიმართ, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, დემოკრატიული ინსტრუმენტი – ყველასთვის შეხსენება, თუ რას მოელით თქვენ პოლიტიკოსებიგან. და ბოლოს, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, ხმა მისცეთ არჩევნებში იმ პარტიებს, რომლებიც, თქვენი აზრით, უკეთ ამართლებენ თქვენს მოლოდინს და უარი თქვათ მათზე, ვინც მოლოდინს გაგიცრუებთ“, – განაცხადა ჰარცელმა.