კარლ ჰარცელი - მოხარული ვარ, რომ ვესწრები ღონისძიებას, რომელიც ადამიანის უფლებების საყოველთაო დაცვას ეხება, მივესალმები 15 პარტიას, რომლებმაც აიღეს ვალდებულება
კარლ ჰარცელი - მოხარული ვარ, რომ ვესწრები ღონისძიებას, რომელიც ადამიანის უფლებების საყოველთაო დაცვას ეხება, მივესალმები 15 პარტიას, რომლებმაც აიღეს ვალდებულება

მოხარული ვარ, რომ ვესწრები ღონისძიებას, რომელიც ადამიანის უფლებების საყოველთაო დაცვაზეა და ვსაუბრობთ საზოგადოებაზე, რომელსაც აქვს უფრო მეტი პრობლემა, ვიდრე სხვა საზოგადოებებს, რომლებიც იყენებენ ამ უფლებებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხდა, რომელიც „თბილისი პრაიდისა“ და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის დახურულ შეხვედრას დაესწრო.

ჰარცელის თქმით, შეხვედრაზე ბევრი ისაუბრეს ძალადობის საფრთხეებზე. ელჩის განმარტებით, მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ამ საკითხებზე და მიესალმება აღნიშნული მიმართულებით 15 პარტიის მიერ ვალდებულების აღებას.

„მოხარული ვარ, რომ ვესწრები ამ ღონისძიებას, რომელიც  ჩემთვის ადამიანის უფლებების საყოველთაო დაცვაზეა და ვსაუბრობთ საზოგადოებაზე, რომელსაც აქვს უფრო მეტი პრობლემა, ვიდრე სხვა საზოგადოებებს, რომლებიც იყენებენ ამ უფლებებს. ბევრი საუბარი შედგა სიძულვილის საკითხზე, ძალადობასა და ძალადობის საფრთხეზე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება გავამახვილოთ ადამიანის პატივისცემაზე. ვფიქრობ, ამ საკითხის განხილვა მნიშვნელოვანია და წინ უნდა წავიდეს ყველა მხარის პატივისცემისა და ყველა მხარისგან პატივისცემით, რათა წარმატებული იყოს. აღნიშნული ღონისძიება ეს შემთხვევაა, ასევე მივესალმები 15 პარტიას, რომლებმაც აიღეს დღეს ვალდებულება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

„თბილისი პრაიდმა“ შეიმუშავა სპეციალური მემორანდუმი, რომელსაც 15 პოლიტიკური პარტია უერთდება.

მათი ცნობით, დოკუმენტში საუბარია, რომ ხელმომწერი პარტიები ყველაფერს გააკეთებენ თანასწორობისთვის, მხარს დაუჭერენ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა, არ გამოიყენებენ სიძულვილის ენას თავიანთ საქმიანობაში.

17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინაამღდეგ ბრძოლის დღე აღინიშნება.