კარლ ჰარცელი - მოხარული ვარ, რომ საქართველო დამსახურებულად არის მოხსენიებული უსაფრთხოდ მიჩნეულ პირველ 15 ქვეყანას შორის
კარლ ჰარცელი - მოხარული ვარ, რომ საქართველო დამსახურებულად არის მოხსენიებული უსაფრთხოდ მიჩნეულ პირველ 15 ქვეყანას შორის

მოხარული ვარ, რომ საქართველო დამსახურებულად არის მოხსენიებული უსაფრთხოდ მიჩნეულ პირველ 15 ქვეყანას შორის. გულწრფელად რომ ვთქვა, გამიჭირდებოდა ახსნა, საქართველო რომ ამ სიაში არ მოხვედრილიყო, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ეს მხოლოდ საწყისი ეტაპია და ევროკავშირში წევრ-სახელმწიფოებს ფუნდამენტური სამუშაო ელით.

„ფუნდამენტური სამუშაო გველის ევროკავშირში, კოორდინირებულად წევრ სახელმწიფოებს შორის. იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც წევრმა ქვეყნებმა ინდივიდუალურად უნდა მიიღონ. სწორედ ამის მომსწრე ვართ ახლა, უსაფრთხო სიის ინტერპრეტაციის, თუ რას ნიშნავს ეს მოგზაურობისა და კომერციული ფრენების შესაძლებლობებისთვის. ამ საკითხზე ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთა და მთავრობასთან. ეს კომპლექსური პროცესია, მოითხოვს მრავალი მხარის ჩართულობას. ჯანდაცვის ასპექტები, რაც უკვე შესრულდა, მთავრობისა და მოსახლეობის წარმატები, ჯანდაცვის კრიზისთან გამკლავება – ის საკითხი არ არის, რაც რისკის ქვეშ უნდა დააყენო“, – განაცხადა ჰარცელმა.