კარლ ჰარცელი – მოხარული ვარ, რომ ევროკავშირი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო ინსტიტუცია და სასურველი პარტნიორია
მოხარული ვარ, რომ ევროკავშირი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო ინსტიტუცია და სასურველი პარტნიორია, – ასე გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ევროპის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების 50 პროცენტი ევროკავშირს ენდობა. ამ მაჩვენებლით ევროკავშირი ჩამორჩება მხოლოდ არმიას და რელიგიურ ინსტიტუტებს.
ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების 77 პროცენტი მხარს დაუჭერდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. გამოკითხულთა 28 პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი შეიძლება გახდეს მომდევნო ხუთ წელიწადში.
„მოხარული ვარ, რომ ევროკავშირი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო ინსტიტუცია და სასურველი პარტნიორია. მოსახლეობის ევროპული მისწრაფებები ისე ძლიერია, როგორც არასდროს“, – წერს კარლ ჰარცელი „ტვიტერის“ გვერდზე.
Great to discuss findings of the survey by Europe Foundation on knowledge & attitudes towards EU in Georgia. Humbled to see EU among the most trusted institutions in Georgia & desired partner. Population’s EU aspirations stronger than ever. 🇪🇺🇬🇪
➡️ https://t.co/LkVcg3oils pic.twitter.com/8GASwtXjmR
— Carl Hartzell (@CarlHartzellEU) November 18, 2021