კარლ ჰარცელი - მოგზაურობისთვის ორივე მიმართულებით გახსნა არ ნიშნავს, თითქოს ღილაკს დააჭერ და ყველაფერი შესრულდება, ეს მოიცავს დაძაბულ სამუშაოს ევროკავშირის დონეზე
კარლ ჰარცელი - მოგზაურობისთვის ორივე მიმართულებით გახსნა არ ნიშნავს, თითქოს ღილაკს დააჭერ და ყველაფერი შესრულდება, ეს მოიცავს დაძაბულ სამუშაოს ევროკავშირის დონეზე

საქართველო 15-დან ერთ-ერთ ქვეყნად დასახელდა, ეს არის უსაფრთხოების სია, ეს არის აღიარება იმ წარმატებისა, რასაც მიაღწია ქვეყანამ, რომელიც ჯანდაცვის კრიზისის მოგვარებაზე არის ორიენტირებული, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ვიდეოკონფერენციისას განაცხადა.

როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, ეს მოიცავს დაძაბულ სამუშაოს ევროკავშირის დონეზე, ევროკავშირის ინდივიდუალურ წევრებთან, კომერციულ საჰაერო გადამზიდავებთან.

„მოგზაურობისთვის ორივე მიმართულებით გახსნა არ ნიშნავს, თითქოს ღილაკს დააჭერ და ყველაფერი შესრულდება. ეს მოიცავს დაძაბულ სამუშაოს ევროკავშირის დონეზე, ევროკავშირის ინდივიდუალურ წევრებთან, კომერციულ საჰაერო გადამზიდავებთან. ეს არის კომბინაცია სხვადასხვა მოთამაშის, რომლებთანაც საჭიროა მუშაობა. უსაფრთხო სია გახლავთ საუკეთესო წერტილი, რომელიც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს. მე გილოცავთ, რომ მოხვდით ამ სიაში. ველოდებით დაძაბულ მუშაობას ჩემს კოლეგებთან და სხვებთან, რათა აქტიურად ვიაროთ წინ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.