კარლ ჰარცელი – მნიშვნელოვანია, ურთიერთგაგების მემორანდუმისა და ერთობლივი განცხადების ყველა ელემენტი შესრულდეს

17:14, 18.06.2020

მნიშვნელოვანია, ურთიერთგაგების მემორანდუმის ყველა ელემენტი შესრულდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გიორგი რურუას პატიმრობის საკითხზე დასმულ კითხვაზე განუცხადა.

„სპეციფიკურ საკითხზე ცოტა თავშეკავებული ვიქნები. მნიშვნელოვანია, ურთიერთგაგების მემორანდუმისა და ერთობლივი განცხადების ყველა ელემენტი შესრულდეს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მსგავსი