კარლ ჰარცელი - მნიშვნელოვანია შშმ ადამიანების შრომით ბაზარზე შესვლა, ეს დაეხმარება მათი საქმიანობის წარმატებას და სტიგმების აღმოფხვრას
კარლ ჰარცელი - მნიშვნელოვანია შშმ ადამიანების შრომით ბაზარზე შესვლა, ეს დაეხმარება მათი საქმიანობის წარმატებას და სტიგმების აღმოფხვრას

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შრომით ბაზარზე შესვლა, რადგან ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა განაცხადა.

კარლ ჰარცელის თქმით, შშმ პირებთან დაკავშირებით, უფრო მეტია გასაკეთებელი და ევროკავშირი ცდილობს, აქტიურად იმუშაოს ამ კუთხით. ჰარცელის განცხადებით, შშმ პირების დასაქმება დაეხმარება მათი საქმიანობის წარმატებას, რომ ჰქონდეთ საარსებო წყარო.

„ამ კონფერენციაზე დასწრება აღმაფრთოვანებს, რადგან ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი მიმართულებაა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან დაკავშირებით უფრო მეტია გასაკეთებელი. ევროკავშირი ცდილობს, ბევრი გააკეთოს ამ კუთხით. ჩვენ ვმუშაობთ სახალხო დამცველთან და სხვადასხვა ორგანიზაციასთან, მათი საქმიანობის წინსვლისთვის. დღევანდელი კონფერენციის დღის წესრიგი ცხადყოფს, რომ ეს იქნება კარგი გამოცდილება და საინტერესო გამოცდილების გაზიარების კუთხით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების ცხოვრებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შშმ ადამიანების შრომით ბაზარზე შესვლა, რადგან ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ეს დაეხმარება მათი საქმიანობის წარმატებას, რომ ჰქონდეთ საარსებო წყარო და ასევე სტიგმების აღმოფხვრას, რომელიც თან ახლავს შშმ პირთა ცხოვრებას“, – აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.