კარლ ჰარცელი – მივესალმები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას, რომელიც საახალწლოდ საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას მიესალმება.
ამასთან, კარლ ჰარცელი მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით, გადასასვლელი პუნქტების დაუყოვნებლივ გახსნის მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს.
„მივესალმები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას, რომელიც საახალწლოდ საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა.
ნება მომეცით, ამავდროულად, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა გადასასვლელი პუნქტების დაუყოვნებლივ გახსნის მნიშვნელობას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა „ტვიტერზე“.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც თვეზე მეტი იმყოფებოდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში, დღეს გაათავისუფლეს.
I very much welcome today’s release of Dr. Gaprindashvili, back to his family in time for the New Year. Let me at the same time recall the importance of taking immediate steps to reopen the crossing points.
— Carl Hartzell (@CarlHartzellEU) 28 December 2019