კარლ ჰარცელი - მინდა, მადლობა გადავუხადო გრიგოლ ვაშაძეს, რომ არის შესანიშნავი პოლიტიკოსი, კარგი კოლეგა და მეგობარი
კარლ ჰარცელი - მინდა, მადლობა გადავუხადო გრიგოლ ვაშაძეს, რომ არის შესანიშნავი პოლიტიკოსი, კარგი კოლეგა და მეგობარი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, მადლობას უხდის გრიგოლ ვაშაძეს, რადგან ის არის შესანიშნავი პოლიტიკოსი, კარგი კოლეგა და მეგობარი.

მისივე შეფასებით, გრიგოლ ვაშაძემ საკუთარ განცხადებაში გადადგომის მიზეზებზე საკმაოდ ნათლად ისაუბრა.

ამასთან, კარლ ჰარცელის განმარტებით, წინა მოლაპარაკებების დროს, რომელიც 8 მარტის შეთანხმებით დასრულდა, გრიგოლ ვაშაძის წვლილი ძალიან დიდი იყო.

„რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებას, რომ დატოვოს „ნაცმოძრაობა“, თქვენ მას უნდა კითხოთ. ვფიქრობ, განცხადებაში მან საკმაოდ ნათლად ისაუბრა გადადგომის მიზეზებზე. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მას იმისთვის, რომ არის შესანიშნავი პოლიტიკოსი, კარგი კოლეგა და მეგობარი. ჩვენ ძალიან დიდი დრო გავატარეთ წინა მოლაპარაკებების დროს, რომელმაც წარმატებულ 8 მარტის შეთანხმებამდე მიგვიყვანა, სადაც მისი კონტრიბუცია იყო ძალიან დიდი. ვწუხვარ, რომ ის ტოვებს, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მას ვნახავთ მომავალში. მადლობა გრიგოლს გასული თვეებისთვის“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დღეს დატოვა.