კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ საოკუპაციო ხაზთან ახალი გარემოებები შეიცავს რისკებს და სტაბილურობისთვის არასასურველი შედეგები მოაქვს
კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ საოკუპაციო ხაზთან ახალი გარემოებები შეიცავს რისკებს და სტაბილურობისთვის არასასურველი შედეგები მოაქვს

ახალი გარემოებები შეიცავს რისკებს და მოაქვს სტაბილურობისთვის არასასურველი შედეგები, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტირებისას.

მისი თქმით, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ეცდება ბრიუსელის ინფორმირებას, რათა ვითარება სტაბილური იყოს და არ გაუარესდეს.

„ძალიან შეწუხებული ვარ მე პირადად და ევროკავშირის ყველა სტრუქტურა. ცხადია, ჩვენ გვაქვს ერთმანეთში მუდმივი კავშირი, ვგულისხმობ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს. ახალი გარემოებები შეიცავს რისკებს და მოაქვს სტაბილურობისთვის არასასურველი შედეგები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სერიოზულად უნდა იყოს აღქმული და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ეცდება ბრიუსელის ინფორმირებას იმისთვის, რომ სიტუაცია სტაბილური იყოს და არ მოხდეს გაუარესება“, – განაცხადა ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.