კარლ ჰარცელი - მარია ზახაროვას განცხადება კონსპირაციულ თემას უფრო ჰგავს
კარლ ჰარცელი - მარია ზახაროვას განცხადება კონსპირაციულ თემას უფრო ჰგავს

რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის განცხადება კონსპირაციულ თემას უფრო ჰგავს, – ასე შეაფასა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა მარია ზახაროვას განცხადება, რომელმაც განაცხადა: „ჩვენ ვხედავთ, როგორ ტენიან საქართველოს იარაღით, ითრევენ სამხედრო ბლოკებში და ამის მოტივაციად ვაშინგტონსა და ბრიუსელში რაღაც სტაბილურობას ასახელებენ“.

კარლ ჰარცელის თქმით, საქართველოს აქვს უფლება და ვალდებულება, უზრუნველყოს თავისი მოსახლეობის უსაფრთხოება.

„უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა არის ნაწილი ჩვენი ზოგადი თანამშრომლობისა ევროკავშირსა და საქართველოს შორის, ასე რომ, ბუნებრივია, ეს თანამშრომლობა მიმდინარეობს. მიზანია, რომ ქვეყანას დაეხმაროს სტაბილურობაში, მისი მოქნილობის გაზრდაში რისკების მიმართ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.