კარლ ჰარცელი - ხაშურის წყალმომარაგების პროექტი გულისხმობს სუფთა წყალს მოსახლეობისათვის და ლამაზი გარემოს უკეთეს დაცვას
კარლ ჰარცელი - ხაშურის წყალმომარაგების პროექტი გულისხმობს სუფთა წყალს მოსახლეობისათვის და ლამაზი გარემოს უკეთეს დაცვას

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ხაშურისა და მისი მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტის დაწყებას მიკრობლოგ „ტვიტერზე“ ეხმაურება.

„ევროკავშირმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD ) მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყეს ხაშურის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გაუმჯობესებისათვის. ეს გულისხმობს სუფთა წყალს მოსახლეობისათვის და ლამაზი გარემოს უკეთეს დაცვას“, – წერს კარლ ჰარცელი „ტვიტერზე“.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ დღეს განაცხადა, რომ ხაშურის 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი ქვეყნისთვის ისეთივე მასშტაბურია, როგორიც გასულ წელს განხორციელდა ზუგდიდში, ქუთაისსა და ჭიათურაში.

ხაშურისა და მისი მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის დაფინანსების საგრანტო შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რაფაელ ჟოზანმა ხელი მოაწერეს ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

პროექტი, რომელსაც საფრანგეთის განვითარების სააგენტო, ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა აფინანსებს, ითვალისწინებს ხაშურისა და მისი მიმდებარე დასახლებების (ზემო და ქვემო ოსიაურის, ცხრამუხას) წყალმომარაგებისა და ხაშურის წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციას.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი