კარლ ჰარცელი – ისევე როგორც მე, ყველა პოლიტიკურ პარტიას საქართველოში სურს, რომ არჩევნების ძლიერი მონიტორინგი ხდებოდეს, ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია

12:47, 31.08.2020

რაც შეეხება საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლას, ისევე როგორც მე, ყველა პოლიტიკურ პარტიას საქართველოში სურს, რომ არჩევნების ძლიერი მონიტორინგი ხდებოდეს, რადგან ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

„მე ასევე ვმუშაობ იმისთვის, რომ საერთაშორისო მხარე რაც შეიძლება მეტად იყოს წარმოდგენილი. იმედი მაქვს, ვნახავ ეუთო-ს ძლიერ წარმომადგენლობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ გამოწვევას წარმოადგენს „კოვიდ-19“, ეს დამატებით და სპეციფიკურ ტვირთად დააწვება ყველას, მათ შორის ვინც არჩევნებს დააკვირდება, თუმცა იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად ჩაივლის“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მსგავსი