კარლ ჰარცელი - იმედი მაქვს, მომდევნო ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი იქნება განსხვავებების დაძლევა, რათა ყველამ დაუჭიროს მხარი ამნისტიის კანონს
კარლ ჰარცელი - იმედი მაქვს, მომდევნო ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი იქნება განსხვავებების დაძლევა, რათა ყველამ დაუჭიროს მხარი ამნისტიის კანონს

იმედი მაქვს, მომდევნო ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი იქნება განსხვავებების დაძლევა და პოზიციების დაახლოება, რათა ყველამ დაუჭიროს მხარი ამნისტიის კანონს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

„ეს არის მიმდინარე დისკუსია და არის ერთზე მეტი პროექტი განსახილველი. იმედი მაქვს, რომ მომდევნო ძალისხმევის შედეგად, შესაძლებელი იქნება განსხვავებების დაძლევა და პოზიციების დაახლოება, რათა ყველამ დაუჭიროს მხარი ამნისტიის კანონს, რომელსაც ველოდებოდით შეთანხმების შედეგად“, – განაცხადა ჰარცელმა.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.