კარლ ჰარცელი - იენს სტოლტენბერგის ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო ევროპისა და ნატო-ს მიმართულებით მიდის
კარლ ჰარცელი - იენს სტოლტენბერგის ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო ევროპისა და ნატო-ს მიმართულებით მიდის

ნატო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო ევროპისა და ნატო-ს მიმართულებით მიდის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობას.

სტოლტენბერგის ვიზიტი იმ მნიშვნელოვან წვრთნებს ემთხვევა, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ევროკავშირი მხარს ნამდვილად უჭერს საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობას. ვფიქრობ, ეს ვიზიტი კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ნატო-სა და საქართველოს შორის, რომელიც ისედაც არსებობს, კიდევ ერთხელ გავიაზროთ და მხარი ძალიან მყარად დავუჭიროთ“,- განაცხადა ელჩმა.

ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. იენს სტოლტენბერგი ოფიციალურ ვიზიტებს თბილისში დღეს მართავს.