კარლ ჰარცელი - გავაგრძელებთ ზემოქმედებას, ვიდრე ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე გადასასვლელი პუნქტები არ გაიხსნება
კარლ ჰარცელი - გავაგრძელებთ ზემოქმედებას, ვიდრე ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე გადასასვლელი პუნქტები არ გაიხსნება

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე გადასასვლელი პუნქტების დაკეტვა პრობლემებს ქმნის.

ჰარცელის თქმით, ევროკავშირი აღნიშნულ საკითხს დიდ ყურადღებას აქცევს და გააგრძელებს ზემოქმედებას, ვიდრე გადასასვლელი პუნქტები არ გაიხსნება.

„როგორც იცით, ბოლო კვირების განმავლობაში ამ საკითხზე საკმაოდ ბევრი განცხადება გავაკეთე, რადგან სამწუხაროდ, ეს არ არის ცალკეული შემთხვევა. ჩვენ ვხედავთ გადასასვლელი პუნქტების დაკეტვის უარყოფით შედეგებს. პირადად გავაკეთე გადასასვლელი პუნქტების გახსნისკენ მოწოდება, ასევე საერთაშორისო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც ადგილზე იმყოფება, ჟენევის თანათავმჯდომარეებმა. ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად ნათელია – ჩვენ გავაგრძელებთ ამ ზემოქმედებას, ვიდრე გადასასვლელი პუნქტების გახსნას არ ვიხილავთ, რადგან ეს ერთადერთი გონივრული გზაა წინსვლისთვის და მათ, ვინც მიიღო ეს გადაწყვეტილებები, მოუწევთ პასუხისგება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.