კარლ ჰარცელი – გამჭვირვალობა ყველა მხარეს აძლევს შესაძლებლობას, მოსამართლეების შერჩევის პროცესში ჰქონდეს ინფორმირებული არჩევანი

16:15, 18.10.2019

საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებით, საერთაშორისო ექსპერტ მეგი ნიკოლსონის ანგარიშში საუბარია მოსამართლეების შერჩევის პროცესსა და ამ პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე.

​ანგარიშის ავტორმა ბევრი ისაუბრა მოსამართლეების ნაწილზე და ითქვა, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს მეტი გამჭვირვალობა მოსამართლეების შერჩევის პროცესში, ამ მიმართულებით საუბარი ამ დასკვნაშიც არის“, – განაცხადა ჰარცელმა მეგი ნიკოლსონის ანგარიშის შეფასებისას, რომელიც დღეს ოთხწლიანი პროგრამის – „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ფარგლებში ევროკავშირისა და გაერო-ს წარმომადგენლებმა წარადგინეს.

მისივე თქმით, საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით ეუთო-ს ანგარიშში მკაცრი კრიტიკა იყო გამოთქმული.

„რაც შეეხება შერჩევის პროცესს, ამაზე მკაფიოდ იყო საუბარი ეუთო-ს ანგარიშში და მკვეთრი კრიტიკა არის გამოთქმული.

რაც შეეხება პარლამენტში კანდიდატების ინტერვიუს პროცესს, ზოგადად კარგი ნიშანია გამჭვირვალობა, რომელიც აძლევს შესაძლებლობას ყველა მხარეს, პარლამენტს ჰქონდეს ინფორმირებული არჩევანი“, – განაცხადა ჰარცელმა.

მსგავსი