კარლ ჰარცელი - ფრენების საკითხზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მსჯელობა მიმდინარეობს, ნათელია, რომ საქართველოს ვარსკვლავური მიღწევები აუცილებლად იქნება აქტივი ამ დისკუსიებში
კარლ ჰარცელი - ფრენების საკითხზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მსჯელობა მიმდინარეობს, ნათელია, რომ საქართველოს ვარსკვლავური მიღწევები აუცილებლად იქნება აქტივი ამ დისკუსიებში

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ფრენებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ჰარცელი ვარაუდობს, რომ მომავალ დღეებში ცნობილი გახდება ევროკავშირის მიდგომა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანასთან ფრენების აღდგენის დროს შეეხება.

ამასთან, ელჩის თქმით, საქართველოს, როგორც „კოვიდ-19“-თან წარმატებით გამკლავების შედეგად უსაფრთხო ქვეყნის ვარსკვლავური მიღწევები, აუცილებლად იქნება აქტივი ამ დისკუსიებში.

„მე ჯერ არ შემიძლია მოგცეთ პირდაპირი პასუხი, რადგან ეს არის ჯერ კიდევ მიმდინარე მოლაპარაკების პროცესი სხვადასხვა დონეზე. როგორც იცით, თქვენი მთავრობა მუშაობს და მიაღწია სხვადასხვა წევრ ქვეყანას და ცდილობს, აღმოაჩინოს შესაძლებლობები, უზრუნველყოფილი იყოს, შეძლებისდაგვარად სწრაფად შეძლონ ტურისტებმა ჩამოსვლა.

ევროკავშირის დონეზე, ასევე არის დისკუსიები ყველა წევრ სახელმწიფოს შორის, რომ შეთანხმებული იყოს ერთობლივი მიდგომა, რადგან როგორც იცით, ევროკავშირში ჩვენ გვაქვს თავისუფალი გადაადგილება და ეს ნიშნავს საერთო სოლიდარობის განცდას, რაც აუციელებლი იქნება.

შემიძლია გითხრათ, რომ ეს მოლაპარაკებები გრძელდება და ჩემი პროგნოზი არის, რომ მომავალ დღეებში, ჩვენ ვნახავთ, რა მიდგომა იქნება ევროკავშირის მხრიდან. მიდგომა შეეხება ტემპს და დროს სხვადასხვა ქვეყანასთან. ჩემთვის ნათელია, რომ საქართველოს ვარსკვლავური მიღწევები, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, „კოვიდ-19“-თან წარმატებული გამკლავების დამსახურებით, აუცილებლად იქნება აქტივი ამ დისკუსიებში“,- განაცხადა ჰარცელმა.