კარლ ჰარცელი ევროპული ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდება
კარლ ჰარცელი ევროპული ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდება

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ევროპული ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრას მართავს.

როგორც კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოხარულია, რომ ევროპული ბიზნესასოციაციის წევრებს მოსაზრებების გასაცვლელად ხვდება.

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვცდილობდით, შეგვექმნა უფრო ძლიერი საფუძველი ევროპული ბიზნესისთვის, რომ გვქონოდა შეთანხმებული პოზიცია როგორც ევროკავშირის დელეგაციისთვის, ასევე ბრიუსელის ინსტიტუტებისთვის, რათა მოეცათ რჩევა და გაეკეთებინათ შეფასება საქართველოში ბიზნესის კეთებასთან დაკავშირებით.

ასევე, რჩევის მიცემა გათვალისწინებულია თანამოსაუბრეებისთვის, მათთვის, ვინც წარმოადგენს ევროპულ ინტერესებს სხვებთან ერთად, როგორიცაა სამთავრობო სააგენტოები. ყველაფერი ეს მიზნად ისახავს, ვცადოთ იმაში დარწუნება, რომ შეგვიძლია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის არეალი.

ასევე, ეს დაგვეხმარება, დავრწმუნდეთ, რომ ინვესტიციები მოდის. მათთან ერთად იქნებიან სხვა ადამიანებიც, რომლებიც გაცვლიან მოსაზრებებს და მოისმენემ, რა არის დღის წესრიგის მთავარი საკითხები და ახსნიან, თუ რის გაკეთებას გეგმავს ევროკავშირი, ბიზნეს საქმიანობის მხარდასაჭერად“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.