კარლ ჰარცელი - ევროკომისიის მოსაზრება სისტემურ გამოწვევებზე უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას, ვიდრე ცალკეულ პირებზე, მსგავსი პრიორიტეტები განისაზღვრა უკრაინისა და მოლდოვისთვისაც, რადგან ეს ფენომენი მთელ რეგიონშია წარმოდგენილი
კარლ ჰარცელი - ევროკომისიის მოსაზრება სისტემურ გამოწვევებზე უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას, ვიდრე ცალკეულ პირებზე, მსგავსი პრიორიტეტები განისაზღვრა უკრაინისა და მოლდოვისთვისაც, რადგან ეს ფენომენი მთელ რეგიონშია წარმოდგენილი

ევროკომისიის მოსაზრება სისტემურ გამოწვევებზე უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას, ვიდრე ცალკეულ პირებზე. მიზანს წარმოადგენს გადაჭარბებული ზეგავლენის და პირადი ინტერესების აღმოფხვრა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა მოქალაქის კითხვაზე, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, საპასუხოდ განაცხადა.

ელჩის თქმით, „მსგავსი პრიორიტეტები განისაზღვრა უკრაინისა და მოლდოვისთვისაც, რადგანაც ეს ფენომენი მთელ რეგიონშია წარმოდგენილი“.

„იმისთვის, რომ საქართველოში იყოს გამართული დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა, აუცილებელია ყველა ემორჩილებოდეს ერთსა და იმავე წესებს, რაც გარანტირებულია ძლიერი ინსტიტუტებით, რომლებსაც შეუძლიათ, იმოქმედონ ზედმეტი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ჩარევის გარეშე, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში და კანონის საფუძველზე. ეს არის ძირითადი აზრი. სამოქალაქო საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ, თავისი გეგმა შეიმუშავა, სადაც ვნახე, რომ ისინი ხაზს უსვამდნენ, რომ კომისიის სხვა 11 პრიორიტეტის წარმატებით განხორციელება, თავისთავად გამოიწვევს ოლიგარქიული ზეგავლენის შემცირებას, რაც ვფიქრობ, კარგი დაკვირვების შედეგია, მართებულია და საწყისი წერტილია ამ საკითხის შემდგომი განხილვებისთვის“, – განაცხადა ჰარცელმა.