კარლ ჰარცელი - ევროკავშირს აქვს ცალსახა პოზიცია, რომელიც ეხება პატიმრების უფლებებს, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ჯანმრთელობის საკითხი მოგვარებული იყოს
ახალს არაფერს ვიტყვი, ევროკავშირს აქვს ცალსახა პოზიცია, რომელიც ეხება პატიმრების უფლებებს, თავისუფალი სასამართლოს უფლებას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავაშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც საქმე ეხება ჯანმრთელობას, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ეს საკითხი მოგვარებული იყოს.
„ახალს არაფერს ვიტყვი, რადგან ევროკავშირს აქვს ცალსახა პოზიცია ამასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება პატიმრების უფლებებს, თავისუფალი სასამართლოს უფლებას. როდესაც საქმე ეხება ჯანმრთელობას, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ეს საკითხი იყოს მოგვარებული. ჩვენ ველოდებით, რომ ნაბიჯები იქნება გადადგმული მიუკერძოებელი სამედიცინო რეკომენდაციების საფუძველზე“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.