კარლ ჰარცელი - ევროკავშირისთვის ამოსავალი წერტილია სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შეშფოთება და ვითარების სათანადოდ მოგვარება, რაც უნდა გაკეთდეს ობიექტური სამედიცინო რჩევის საფუძველზე
კარლ ჰარცელი - ევროკავშირისთვის ამოსავალი წერტილია სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შეშფოთება და ვითარების სათანადოდ მოგვარება, რაც უნდა გაკეთდეს ობიექტური სამედიცინო რჩევის საფუძველზე

სახალხო დამცველის აპარატის ფარგლებში შექმნილი სამედიცინო საბჭოს ექსპერტთა დასკვნას როდესაც ეხება საქმე, მე არ ვარ კვალიფიციური, რომ შევაფასო მათი შეფასების ხარისხი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მინდა, დავუბრუნდე იმას, რაც ევროკავშირისთვის ფუნდამენტური ამოსავალი წერტილია, ეს არის ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჩვენი შეშფოთება და ამ ვითარების სათანადოდ მოგვარების საჭიროება, რაც უნდა გაკეთდეს ობიექტური, ჯანსაღი სამედიცინო რჩევის საფუძველზე. შეგახსენებთ იმას, რაც ვთქვი წარსულში პრემიერ-მინისტრის მიერ ჩამოყალიბებული სამედიცინო კონსილიუმის შესახებ, რომელიც სარგებლობდა ორივე მხარის ნდობით. ამას ძალიან ვუჭერდი მხარს, რადგან განვიხილავდი მას, როგორც მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ერთი და იმავე შეფასების გარშემო ყველას გასაერთიანებლად, რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებისთვის ყველა აუცილებელი გადაწყვეტილების მისაღებად. ამას გარდა, კვლავ ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის მიერ მისი მანდატის განხორციელებას კონსტიტუციის შესაბამისად მიხეილ სააკაშვილის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. სამედიცინო დასკვნა არ არის ჩემი გასაკეთებელი. ის, რაც ძალიან მნიშვნელოვანად მიმაჩნია, არის ჯანსაღი სამედიცინო რჩევის არსებობა, რომელიც იქნება საფუძელი ყველა აუცილებელი ზომის მისაღებად, ხელისუფლების პასუხისმგბელობის შესაბამისად. რაც შეეხება სხვა მოშიმშილეებს და ქალბატონ ხოშტარიას, ეს არის ის საკითხი, რომელსაც მე ძალიან ყურადღებით ვადევნებ თვალს. პირადი თვალსაზრისით, ვიმედვნებ, რომ ის ჯანმრთელად იქნება და მასთან დაკავშირებით ვითარება არ გამწვავდება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.