კარლ ჰარცელი - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საშუალებით, აქტიურად ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ კონფლიქტის დარეგულირება სწორი გზით მიმდინარეობს
კარლ ჰარცელი - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საშუალებით, აქტიურად ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ კონფლიქტის დარეგულირება სწორი გზით მიმდინარეობს

ვმუშაობთ, რომ დავიცვათ სუვერენიტეტი, საზღვრებისადმი და უსაფრთხოებისამდი პატივისცემა საქართველოში. ამას აქტიურად ვაკეთებთ, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საშუალებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ კონფლიქტის დარეგულირება სწორი გზით მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მას ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებაზე, რომელმაც თქვა: 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები, ევროპული უსაფრთხოების კონსტრუქციის ნაღმია.

„ევროკავშირის მხრიდან აქ, საქართველოში ვმუშაობთ როგორც ძალიან მჭიდრო პარტნიორები. ჩვენ ვართ აქ, რათა დავიცვათ სუვერენიტეტი, საზღვრებისადმი და უსაფრთხოებისამდი პატივისცემა საქართველოში. ჩვენ ამას ძალიან აქტიურად ვაკეთებთ, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საშუალებით და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პირდაპირი ჩართულობით, რათა დავრწმუნდეთ, რომ კონფლიქტის დარეგულირება სწორი გზით მიმდინარეობს.

ალბათ, იხილეთ გუშინ ასევე განცხადება, რომ ჩვენ ვგეგმავთ გამოვყოთ მეტი რესურსი, საქართველოს შეიარაღებული ძალების დასახმარებლად, სამედიცინო და საინჟინრო შესაძლებლობების განსავითარებლად, რაც არის მნიშვნელოვანი აქ მყოფი მოქალაქეებისთვის საგანგებო სიტუაციების შემთხვევებში. ეს ასევე მნიშვნელოვანია საქართველოში მდგრადობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად, იმ როლის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აქვს, როგორც ევროკავშირის პარტნიორებს საერთაშორისო მისიებში. რაც შეეხება უსაფრთხოების შეთანხმებების არჩევანს, გვჯერა, რომ ეს თავად ამ ქვეყნის ხელშია და ამას პატივი უნდა სცეს ყველა სახელმწიფომ”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.