კარლ ჰარცელი - ევროკავშირის ინტერესია არა ის, ვინ მოვა ქვეყნის სათავეში, არამედ როგორ ჩატარდება არჩევნები
კარლ ჰარცელი - ევროკავშირის ინტერესია არა ის, ვინ მოვა ქვეყნის სათავეში, არამედ როგორ ჩატარდება არჩევნები

ევროკავშირის ინტერესია არა ის, ვინ მოვა ქვეყნის სათავეში, არამედ როგორ ჩატარდება არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ჰარცელის თქმით, ევროკავშირი წინასაარჩევნო კამპანიას ყურადღებით აკვირდება, მათ შორის ზეწოლის ფაქტებს.

„როდესაც საარჩევნო გარემოზე ვსაუბრობთ, ევროკავშირის და მისი ყველა წევრი სახელმწიფოს ინტერესი არის არა ის, თუ ვინ მოვა სათავეში, არამედ ის, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები. სწორედ ამ მიმართულებით ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით საარჩევნო კამპანიას. ჯერჯერობით ვაკვირდებით ინციდენტებს, მათ შორის ზეწოლის ფაქტებს, ვსწავლობთ ფაქტებს და რეაქციებს. რაც ძალიან მიხარია, არის ის, რომ ეუთო/ოდირი ჩამოდის, პირევლი ჯგუფი უკვე ადგილზეა. იმედი მაქვს, მათი რაოდენობა გაიზრდება და საბოლოოდ, სრულმასშტაბიანი მისია იქნება საქართველოში“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.