კარლ ჰარცელი - ევროკავშირი დაფუძნებულია რამდენიმე ფუნდამენტურ პრინციპსა და ღირებულებაზე, ვსაუბრობ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, თანასწორობაზე, კანონის უზენაესობაზე
კარლ ჰარცელი - ევროკავშირი დაფუძნებულია რამდენიმე ფუნდამენტურ პრინციპსა და ღირებულებაზე, ვსაუბრობ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, თანასწორობაზე, კანონის უზენაესობაზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი ფუნდამენტურ პრინციპებსა და ღირებულებებზეა დაფუძნებული. მისივე თქმით, ამ ღირებულებებს შორის არის დემოკრატია, კანონის უზენაესობა, თანასწორობა.

ამასთან, როგორც კარლ ჰარცელი ამბობს, ვინც არ უნდა ითხოვდეს ევროკავშირში გაწევრიანებას, ევროკავშირი დიდ ყურადღებას აქცევს ამ ღირებულებებს.

„ევროკავშირი დაფუძნებულია რამდენიმე ფუნდამენტურ პრინციპსა და ღირებულებაზე. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ ღირებულებებს, ვინც არ უნდა ითხოვდეს ევროკავშირში გაწევრიანებას. ვსაუბრობ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, თანასწორობაზე, ფუნდამენტურ თავისუფლებებზე და ამის ნაწილია, რა თქმა უნდა, კანონის უზენაესობა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა სასტუმრო „რადისონში“, სადაც კონფერენციას – „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“ ესწრება.