კარლ ჰარცელი – ევროკავშირი და საქართველო ერთად მუშაობენ ევროპული და გლობალური უსაფრთხოების გასაძლიერებლად
ევროკავშირი და საქართველო მუშაობენ ერთად ევროპული და გლობალური უსაფრთხოების გასაძლიერებლად, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი წერს.
კარლ ჰარცელი აზიარებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ელჩ დუგლას კარპენტერის განცხადებას, რომელშიც ის მადლობას უხდის საქართველოს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელი მისიის მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.
„მადლობა ჩემი კოლეგისგან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც საქართველოს მრავალი წლის განმავლობაში უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა. ევროკავშირი და საქართველო მუშაობენ ერთად ევროპული და გლობალური უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, – წერს კარლ ჰარცელი.
A thanks to Georgia from my colleague in Central African Republic, where 🇬🇪 has been an important security provider for many years. 🇪🇺 & 🇬🇪 working together to advance European and global security! https://t.co/4Xfip1925E
— Carl Hartzell (@CarlHartzellEU) October 7, 2021