კარლ ჰარცელი - დიდი ალბათობით, მომავალი კვირის დასაწყისში მივიღებთ კითხვარის მეორე ნაწილის პასუხებს, რის შემდეგაც ბურთი იქნება ევროკომისიის მოედანზე
კარლ ჰარცელი - დიდი ალბათობით, მომავალი კვირის დასაწყისში მივიღებთ კითხვარის მეორე ნაწილის პასუხებს, რის შემდეგაც ბურთი იქნება ევროკომისიის მოედანზე

დიდი ალბათობით, მომავალი კვირის დასაწყისში მივიღებთ კითხვარის მეორე ნაწილის პასუხებს, რის შემდეგაც ბურთი იქნება ევროკომისიის მოედანზე, რათა დაასრულოს შეფასებები, რომლებიც წარედგინება წევრ ქვეყნებს მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისივე თქმით, კითხვარის ორივე ნაწილში მოცემულია კითხვები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ კომისიას ჰქონდეს სრული წარმოდგენა არა მხოლოდ საკუთარ შეფასებაზე დაყრდნობით, არამედ აპლიკანტი ქვეყნების მიერ წარმოდგენილ ფაქტებსა და შეფასებებზე.​

„პროცესი საკმაოდ სწორხაზოვანია. ევროკავშირის საბჭომ სთხოვა ევროკომისიას, წარმოადგინოს მოსაზრება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ იმასთან დაკავშირებით, როგორ არიან ქვეყნები მზად, აიღონ შემდგომი პასუხისმგებლობები ევროკავშირისკენ სვლისთვის. ამის გასაკეთებლად და ევროკომისიის დასახმარებლად, რომ უპასუხოს ამ კითხვებს და მისცეს რჩევა საბჭოს და წევრ ქვეყნებს, მათ გაგზავნეს კითხვარის ორი ნაწილი და თქვენ იხილეთ მასში მოცემული კითხვები, რაც უზრუნველყოფს, რომ კომისიას ჰქონდეს სრული წარმოდგენა არა მხოლოდ საკუთარ შეფასებაზე დაყრდნობით, არამედ აპლიკანტი ქვეყნების მიერ წარმოდგენილ ფაქტებსა და შეფასებებზე. როგორც იცით, ორშაბათს მე მქონდა პატივი, მიმეღო პასუხები კითხვარის პირველ ნაწილზე. მჯერა, მომავალი კვირის დასაწყისში, დიდი ალბათობით მივიღებთ კითხვარის მეორე ნაწილის პასუხებს, რის შემდეგაც ბურთი იქნება ევროკომისიის მოედანზე, რომ დაასრულოს ეს შეფასებები, რომლებიც წარედგინება წევრ ქვეყნებს მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა.