კარლ ჰარცელი - შეთანხმების ხელმოწერით იწყება ახალი თავი იმ საერთო მოქმედებისა, რომელიც გაგრძელდება პარლამენტში
კარლ ჰარცელი - შეთანხმების ხელმოწერით იწყება ახალი თავი იმ საერთო მოქმედებისა, რომელიც გაგრძელდება პარლამენტში

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი დღეა, ეს ჩემთვის ემოციებით სავსე დღეა, რადგან ოთხი თვის განმავლობაში ფალიტაციის პროცესში ვიყავით ჩართული და შემდეგ მედიაციის პროცესში, რომელიც მიმდინარეობდა შარლ მიშელის ხელმძღვანელობით და მისი პერსონალური წარმომადგენლის, დანიელსონის ჩართულობით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა პრეზიდენტის სასახლეში განაცხადა, სადაც პარტიები შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს აწერენ.

ელჩის თქმით, დღევანდელი შეთანხმება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია.

„დღევანდელი შეთანხმების ხელმოწერით ეს პროცესი კი არ სრულდება, არამედ იწყება ახალი თავი ჩვენი იმ საერთო მოქმედებისა, რომელიც გაგრძელდება პარლამენტში. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და მე, როგორც ევროკავშირის ელჩი, რომელიც ჩართული ვიყავი ამ საკითხში, მინდა, ეს ხაზგასმით აღვნიშნო. დღეს აქ ვინც ვართ შეკრებილნი, უმრავლესობა მარტო ის ხალხი კი არ არის, რომელიც ამ შეთანხმებას ხელს აწერს, არამედ საქართველოს მოქალაქეები. მადლობა ყველას იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც ამ ხნის განმავლობაში გვქონდა“, – განაცხადა ჰარცელმა.