კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ [ვიდეო]

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესსამსახური ავრცელებს.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ შეხვედრას აკაკი მინაშვილი, სალომე სამადაშვილი, თინა ბოკუჩავა და კობა ნაყოფია დაესწრნენ.