კარლ ჰარცელი - ჩვენ 100 პროცენტით ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აბსოლუტურად ვეწინააღმდეგებით გამყოფი ხაზის აღმართვას
კარლ ჰარცელი - ჩვენ 100 პროცენტით ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აბსოლუტურად ვეწინააღმდეგებით გამყოფი ხაზის აღმართვას

ევროკავშირი 100 პროცენტით უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აბსოლუტურად ეწინააღმდეგება გამყოფი ხაზის აღმართვას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით განუცხადა.

„უკვე მოვისმინე ინფორმაცია სოფელ ატოცთან არსებულ ვითარებაზე. მდგომარეობის შესაფასებლად ჩვენ ადგილზე გვყავს ევროკავშირის მისია. ჩვენ 100 პროცენტით ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აბსოლუტურად ვეწინააღმდეგებით გამყოფი ხაზის აღმართვას და ფხიზლად ვიქნებით ამ მიმართულებით“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ფაქტს ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც, რომელიც მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები.

დატოვე კომენტარი