კარლ ჰარცელი - ჩორჩანაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნა ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია
კარლ ჰარცელი - ჩორჩანაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნა ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის ადგილზე ყველა იმ მოვლენაზე დასაკვირვებლად, რაც ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ხდება, ეს არის მათი ყოველდღიური სამუშაო, ზუსტად ასევე ხდება ჩორჩანაშიც.

ასე უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტების კითხვას, რას უკავშირდებოდა გუშინ სოფელ ჩორჩანაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების ყოფნა.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, როგორც ყოველთვის, არის ადგილზე ყველა იმ მოვლენაზე დასაკვირვებლად, რაც ხდება ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, ეს არის მათი ყოველდღიური სამუშაო და ზუსტად ასევე ხდება ჩორჩანაშიც. აბსოლუტურად ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ, ისევე, როგორც წინა კვირის განმავლობაში. თუ უფრო მეტი ანგარიში იქნება მოწოდებული არსებული ვითარების შესახებ, გვეცოდინება. გუშინდელი გასვლა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან ჩვეულებრივი პროცესი იყო“, – აღნიშნა ელჩმა.