კარლ ჰარცელი - ჩემთვის, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლისთვის, უფრო მნიშვნელოვანია არა იმდენად გამარჯვებული, არამედ ის, თუ როგორ იქნება მიღწეული გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებზე
კარლ ჰარცელი - ჩემთვის, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლისთვის, უფრო მნიშვნელოვანია არა იმდენად გამარჯვებული, არამედ ის, თუ როგორ იქნება მიღწეული გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებზე

მივადევნებ თვალს ამ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას, რადგან ჩემთვის, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლისთვის, უფრო მნიშვნელოვანია არა იმდენად გამარჯვებული, არამედ ის, თუ როგორ იქნება მიღწეული გამარჯვება, – ამის შესახებ საქართვლოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.​

როგორც ჰარცელმა აღნიშნა, მათი სურვილია, რომ არჩევნები უმაღლესი სტანდარტით ჩატარდეს.

„არავის ეპარება ეჭვი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იქნება. ჩვენ ვნახეთ ახალი კანონმდებლობის დამტკიცება 8 მარტის შეთანხმების მიხედვით. ჩემი აზრით, ეს ქმნის ახალ და პოზიტიურ ჩარჩოს ამ არჩევნებისთვის, რომელსაც ამ არჩევნების ყველა მონაწილე, მათ შორის ახალი მონაწილეებიც პოზიტიურად გამოიყენებენ.

რაც შეეხება ამ არჩევნების ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც იწყება საარჩევნო კამპანია, მე პოზიტიურად ვარ განწყობილი. იმედი მაქვს, რომ ეს ქმნის შესაძლებლობას პოზიტიური და უფრო მეტად ჩართული კამპანიის წარმოებისთვის, რაც საბოლოო ჯამში ყველა ამომრჩეველს სარგებელს მოუტანს.

მივადევნებ თვალს ამ კამპანიის მიმდინარეობას, რადგან ჩემთვის, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლისთვის უფრო მნიშვნელოვანია არა იმდენად გამარჯვებული, არამედ ის, თუ როგორ იქნება მიღწეული გამარჯვება.​ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რადგან გვსურს, რომ არჩევნები ჩატარდეს უმაღლესი სტანდარტით“,- აღნიშნა ჰარცელმა.

დატოვე კომენტარი