კარლ ჰარცელი - ჩემი როლი არ არის, მონაწილეობა მივიღო აქციებში, გუშინ იყო გამონაკლისი, რადგან პრეზიდენტმა პირადად დამპატიჟა
კარლ ჰარცელი - ჩემი როლი არ არის, მონაწილეობა მივიღო აქციებში, გუშინ იყო გამონაკლისი, რადგან პრეზიდენტმა პირადად დამპატიჟა

ჩემი როლი არ არის, მონაწილეობა მივიღო აქციებში, გუშინ იყო გამონაკლისი, რადგან პრეზიდენტმა პირადად დამპატიჟა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, დაესწრება თუ არა 20 ივნისს დაგეგმილ აქციას.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ის მიესალმება, ევროპული არჩევანის სურვილის მშვიდობიან გამოხატვას.

„მინდა, გითხრათ, რომ მივესალმები ევროპული არჩევანის სურვილის მშვიდობიან გამოხატვას. რაც შეეხება ჩემს ყოფნას აქციებზე, ეს არ არის ჩემი ჩვევა, ან ვიტყოდი ჩემი როლი, რომ მონაწილეობა მივიღო აქციებში. გამონაკლისი იყო გუშინ, რადგან პირადად ვიყავი დაპატიჟებული პრეზიდენტის მიერ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიუხედავად ჩემი ფიზიკური ყოფნისა ასეთ ღონისძიებებზე, ყველანაირად მხარს ვუჭერ ქართველი ხალხის ასეთ ფუნდამენტურ არჩევანს“, – განაცხადა ჰარცელმა.