კარლ ჰარცელი - ბრიუსელსა და ევროპის სხვა დედაქალაქებშიც პოლარიზაციის განმუხტვის მოლოდინია
კარლ ჰარცელი - ბრიუსელსა და ევროპის სხვა დედაქალაქებშიც პოლარიზაციის განმუხტვის მოლოდინია

ბრიუსელსა და ევროპის სხვა დედაქალაქებშიც პოლარიზაციის განმუხტვის მოლოდინია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგის არსებით ნაწილში წინსვლა იქნება.

ჰარცელის თქმით, დიალოგისთვის ყველა მხარე მზად არის, რაც მისასალმებელია.

„ჩემი პოზიციის გახმოვანებისგან თავს შევიკავებ, რადგან ახლა პროცესის შუაში ვართ. ჩვენ და სხვა ინიციატორებიც ვახდენთ საკითხების, კომპრომისისთვის და საერთო ენის გამონახვისთვის საჭირო სივრცის იდენტიფიცირებას, ეს იქნება გადამწყვეტი. როგორც ვიცით, ყველა მხარე მზად არის დიალოგის გაგრძელებისთვის, რასაც მივესალმებით. მთავარი გამოწვევა იქნება, დისკუსიებიდან, რომელიც გვქონდა მანამდე და საკითხებიდან, რომელიც იყო განხილული, გადავიდეთ საკითხებზე, რომლებზეც შეთანხმება შესაძლებელია და, რომლებიც ეხება საარჩევნო სისტემის რეფორმას. ასევე, ამ საკითხთან ერთად, ვცადოთ გარემოს დეპოლარიზაცია და ნდობის დამყარება. ეს მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, განსაკუთრებით მოახლოებული არჩევნების ფონზე. მინდა ვთქვა, რომ ბრიუსელსა და ევროპის სხვა დედაქალაქებშიც არის პოლარიზაციის განმუხტვის მოლოდინი. ეს არის ჩვენი საერთო დღის წესრიგის მთავარი საკითხი. იმედი მაქვს, დიალოგის არსებით ნაწილშიც წინ წავიწევთ“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.