კარლ ჰარცელი ახმეტაში სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის პრეზენტაციას დაესწრო
სოფლად სიღარიბის დაძლევისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის პრეზენტაციას ახმეტაში, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დაესწრო.
პროექტი ითვალისწინებს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში სხვადასხვა ინიციატივების დაფინანსებას, სპეციალური ე.წ. ლაგის შექმნას, რომელიც გადაწყვეტილების მიმღები ორგანო იქნება .
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და გაცვლითი პროგრამების განხორციელება.
დღესვე ევროკავშირის ელჩი პანკისის ხეობის უხუცესებს და ქალთა საბჭოს, ასევე პანკისელ პედაგოგებს შეხვდება.