კარლ ჰარცელი - ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა, რათა ის შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოსთვის გაიხსნა, არ იქნას ხელიდან გაშვებული
კარლ ჰარცელი - ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა, რათა ის შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოსთვის გაიხსნა, არ იქნას ხელიდან გაშვებული

საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, ნაკლებად ხელსაყრელია, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„რამდენიმე დღის წინ საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო თანხმდება, რომ ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. ეს მართლაც ისტორიული მომენტია. ამავდროულად, საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, ნაკლებად ხელსაყრელია, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა, რათა ის შესაძლებლობები, რომლებიც თქვენი ქვეყნისთვის გაიხსნა, არ იქნას ხელიდან გაშვებული“, – აცხადებს კარლ ჰარცელი.

ამასთან, ევროკავშირის ელჩი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და სთავაზობს, პროცესთან დაკავშირებული კითხვები გაუგზავნონ, რომლებზეც პასუხებს მიიღებენ.