კარლ ჰარცელი - ადამიანის უფლებების განვითარების სფეროში საქართველო მოწინავე ქვეყანაა
კარლ ჰარცელი - ადამიანის უფლებების განვითარების სფეროში საქართველო მოწინავე ქვეყანაა

ევროკავშირს საქართველოსთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ძალიან მაღალი მოლოდინები აქვს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

ელჩის თქმით, ადამიანის უფლებების განვითარების სფეროში საქართველო მოწინავე ქვეყანაა

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტთან ერთად ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის.

ევროკავშირს საქართველოსთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ძალიან მაღალი მოლოდინები აქვს.

ადამიანის უფლებების განვითარების სფეროში საქართველო ერთის მხრივ მოწინავე ქვეყანაა. მაგალითად სახალხო დამცველის სისტემის განვითარების სფეროში. მაგრამ ხშირად ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ამიტომ, ეს ძალიან საყურადღებო საკითხია.

საქართველომ დიდ პროგრესს მოაღწია რეგიონული თანამშრომლობის კუთხით. ჩვენ ასევე ველოდებით იმას, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების მონიტორინგის და სტანდარტების დაცვის სისტემა ბოლომდე დაცული იქნება და კიდევ უფრო მეტად განვითარდება. საქართველოს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პარლამენტში, ადამიანის უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას ესწრება.