კარლ ჰარცელი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა
კარლ ჰარცელი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აჭარაში იმყოფება. დღეს ის აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს შეხვდა.

ევროკავშირის დელეგაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უმაღლესმა საბჭომ, ევროკავშირის და გაერო-ს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით შეძლო განვითარების მრავალწლიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, აგრეთვე თანამედროვე, ღია მმართველობის პრინციპების დამკვიდრება.

აჭარაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ელჩის შეხვედრები ეკონომიკის, სოფლის განვითარების, ბიზნესის, მეწარმეობის მხარდაჭერის, გარემოს დაცვისა და სხვა სფეროებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარებთან.

ელჩი ჰარცელი ასევე შეხვდება აჭარის მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს.