კარლ ჰარცელი - ინსტიტუტების გასაძლიერებლად ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს, რისთვისაც 19 აპრილის შეთანხმება არის გზამკვლევი, ყველა მხარისგან ველოდებით, რომ ეს გაითვალისწინონ
კარლ ჰარცელი - ინსტიტუტების გასაძლიერებლად ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს, რისთვისაც 19 აპრილის შეთანხმება არის გზამკვლევი, ყველა მხარისგან ველოდებით, რომ ეს გაითვალისწინონ

საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირის „სასამართლოს მხარდაჭერის პროექტი“ იმ ინვესტიციის დემონსტრირებაა, რომელსაც ევროკავშირი წლების განმავლობაში ახორციელებს ინსტიტუტების გასაძლიერებლად.

„ბედნიერი ვარ, რომ ვესწრები ამ მნიშვნელოვანი პროექტის დახურვას, რომელსაც ერთად ვაკეთებდით მართლმსაჯულების სექტორში. ეს პროექტი არის იმ ინვესტიციის დემონსტრირება, რომელსაც ევროკავშირი წლების განმავლობაში ახორციელებს ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ძალიან კმაყოფილი ვარ ბევრი იმ შედეგით, რაც წლების განმავლობაში იქნა მიღწეული. ამავდროულად, აღვნიშნავ, რომ სამომავლოდ ეს ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს. სწორედ ამისთვის 19 აპრილის შეთანხმება ნამდვილად არის გზამკვლევი და სამუშაო გეგმა. ველოდებით ყველა მხარისგან პარლამენტში, რომ სიღრმისეულად გაითვალისწინონ, რათა სამომავლოდ ნდობა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა იქნას უზრუნველყოფილი კანონის უზენაესობის სფეროში. ეს სწორედ ის არის, რაც ამ ქვეყანას სჭირდება და რასაც მოსახლეობა იმსახურებს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ევროკავშირის „სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტს მართლმსაჯულების სექტორში თანამშრომლობა წარმოადგენს.

დატოვე კომენტარი