კარლ ბილდტი – სააკაშვილის დაკავება ბრალდებით, რომ რუსეთის აგენტია, ძალიან დილეტანტურად ჩანს

18:14, 05.12.2017

საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს შვედი დიპლომატი და  თანათავმჯდომარე ევროპის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კარლ ბილდტი “ტვიტერზე” ეხმაურება.

„სააკაშვილის დაკავება ბრალდებით, რომ რუსეთის აგენტია, ძალიან დილეტანტურად ჩანს. ვინ დაიჯერებს ამ ამბავს?” –  წერს შვედი დიპლომატი.

მსგავსი