კარის 43 ქულით „გოლდენ სტეიტმა“ საკუთარი მოედნის უპირატესობა დაიბრუნა - NBA, ფინალური სერია, მე-3 მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT
კარის 43 ქულით „გოლდენ სტეიტმა“ საკუთარი მოედნის უპირატესობა დაიბრუნა - NBA, ფინალური სერია, მე-3 მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* ლიდერი შეხვედრაში მხოლოდ 11-ჯერ შეიცვალა. „ბოსტონის“ მაქსიმალური ლიდერობა შვიდ ქულას აღწევდა, „გოლდენ სტეიტის“ – 10 ქულას.

* „გოლდენ სტეიტმა“ მოხსნებში 55:42 მოიგო.

* „ბოსტონმა“ თამაშიდან 40 პროცენტის სიზუსტით ისროლა.

* სტეფ კარიმ 43 ქულით მეორე ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა კარიერაში.

* 34 წლისა და 88 დღის კარი მეორე ყველაზე ასაკოვანი კალათბურთელია, ვინც NBA-ის ფინალური სერიის მატჩში მინიმუმ 40 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. რეკორდი ეკუთვნის ლებრონ ჯეიმსს – 35 წლის და 284 დღის.

* „გოლდენ სტეიტმა“ ზედიზედ 27-ე სერიაში მოიგო მინიმუმ ერთი გასვლითი მატჩი.

* 94:90-ზე „ბოსტონმა“ ზედიზედ შვიდი ტყორცნა ააცილა და 94:100 ჩამორჩა.

* „გოლდენ სტეიტმა“ ზედიზედ მეოთხედ მოიგო მესამე მეოთხედი. ამ 12=წუთეულში კარიმ 14 ქულა დააგროვა. ფინალურ სერიაში „უორიორზი“ მესამე მეოთხედებში 136:87 უგებს მეტოქეს.

* „გოლდენ სტეიტმა“ შეხვედრა 17:3 გაქცევით დაასრულა.

 

ბოსტონი-გოლდენ სტეიტი    97:107

28:27, 26:22, 24:30, 19:28

: ტეიტუმი (23+11 მოხსნა+6 პასი), ბრაუნი (21), სმარტი (18), ჰორფორდი (8), რ. უილიამსი (7+12 მოხსნა) – სასტარტო; უაიტი (16), გ. უილიამსი (3), პრიტჩარდი (1).

გ-ს: კარი (43+10 მოხსნა), ტომპსონი (18), უიგინსი (17+16 მოხსნა), პორტერი (2), გრინი (2+9 მოხსნა+8 პასი) – სასტარტო; პული (14), ლუნი (6+11 მოხსნა), პეიტონი(5), ბიელიცა (0).

სერია: 2-2

დატოვე კომენტარი